პროტესტის 101 დღე ბათუმში

09 მარ 2025

საპროტესტო აქციების 101-ე დღეს ბათუმში პროტესტის მონაწილეები როგორც აცხადებენ,  ქვეყანაში არსებულმა უწყვეტმა  საპროტესტო მუხტმა აჩვენა რომ საზოგადოება დანებებას არ აპირებს და ქართულ ოცნებას  მოუწევს მათი  მოთხოვნები გაითვალისწნოს.  სწორედ საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნასა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებაში ხედავენ ისინი ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის მთავარ გზას.