დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი მოსკოვში ვიზიტს გეგმავს

11 მარ 2025

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სტივ უიტკოფი მოსკოვში ვიზიტს და ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას გეგმავს - ინფორმაციას ბლუმბერგი ავრცელებს.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, უიტკოფი მოსკოვში ამ კვირაში გაემგზავრება.

დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ვლადიმერ პუტინს თებერვალშიც შეხვდა.