საპროტესტო აქცია ბათუმში

11 მარ 2025

საპროტესტო აქციების 103-ე დღეს ბათუმში მოქალაქეები აჭარის მთავრობის სახლთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნასა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებაში ხედავენ ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის მთავარ გზას.