ემიგრანტთა   სტატისტიკა

28 აპრ 2017

ემიგრანტების რიცხვმა,  რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოდან ჩავიდნენ, გასულ წელს თითქმის  100 ათასს მიაღწია. ისინი უცხოეთში სამუშაოს ეძებენ.

მაჩვენებელი,  ბოლო  4 წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალია.  ინფორმაციას ,,საქსტატი” აქვეყნებს. მესამე სექტორში მიგრაციის პროცესს ქვეყანაში შექმნილ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას უკავშირებენ.