ჩემპიონთა ლიგის ყველა მეოთხედფინალისტი ცნობილია

13 მარ 2025

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალური ეტაპი დასრულდა და მეოთხედფინალის ყველა წყვილი ცნობილია. ტურნირის ბოლო მეოთხედფინალისტები „დორტმუნდი“, „არსენალი“, „ასტონ ვილა“ და მადრიდის „რეალი“გახდნენ.
შედეგად, მეოთხედფინალში ერთმანეთს შეხვდებიან: „არსენალი“ – მადრიდის „რეალი“; „პარი სენ-ჟერმენი“ – „ასტონ ვილა“; „ბარსელონა“ – „დორტმუნდი“; „ბაიერნი“ – „ინტერი“. გუნდებს შორის პირველი მატჩები 8-9 აპრილს, ხოლო განმეორებითი 15-16 აპრილს გაიმართება. ტურნირის ფინალს კი მიუნხენი 31 მაისს უმასპინძლებს.