გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენი“ კონფერენსლიგას გამოეთიშა

14 მარ 2025

გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენი“ კონფერენს ლიგის პლეი ოფში „ჩელსის“ ესტუმრა, 0:1 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. საქართველოს ნაკრების მცველი გუნდის განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.

კონფერენსლიგაზე გუნდები ასე დაწყვილდნენ: „ბეტისი“-„იაგელონია“; „ცელიე“-„ფიორენტინა“; „რაპიდი“-„იურგორდენი“; „ლეგია“-„ჩელსი“. მეოთხედფინალური მატჩები 10 და 17 აპრილს გაიმართება.