გიორგი მიქაუტაძე „სტიაუასთან“ საუკეთესო იყო 

14 მარ 2025

გიორგი მიქაუტაძემ ევროპის ლიგის პლეი ოფში ბუქარესტის „სტიაუასთან“ ორი გოლი გაიტანა, ორი საგოლე გადაცემა შეასრულა და „ლიონის“ გამარჯვებაში მთავარი როლი ითამაშა. მატჩი ფრანგებმა 4:0 მოიგეს.

ლიონმა“ ორი მატჩის ჯამში „სტიაუა“ 7:1 დაამარცხა და ევროპის ლიგის მეოთხედფინალში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქე „მანჩესტერ იუნაიტედი“ იქნება.

გიორგი მიქაუტაძეს კი მიმდინარე გათამაშებაში 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. აქვე გეტყვით, რომ ქართველი თავდამსხმელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.