ალამუთის ციხე დაეცა - შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ცენტრალური ოფისის გაყიდვაზე

15 მარ 2025

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ცენტრალური ოფისის გაყიდვას ეხმაურება.

„ალამუთის ციხე დაეცა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ცენტრალური ოფისის გაყიდვის თაობაზე პარტიაში გუშინ განაცხადეს. გადაწყვეტილების მიზეზად ფინანსების მობილიზება და ამომრჩეველთან სიახლოვე დაასახელეს.