ავიაკატასტროფა კუბაში - 8 ადამიანი დაიღუპა

29 აპრ 2017

8 ადამიანი დაიღუპა კუბაში ავიაკატასტროფის შედეგად. სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ქვეყნის დასავლეთით არტემისის პროვინციის მთებში, აფრენიდან მალევე ჩამოვარდა.

კუბის სამხედრო უწყების განცხადებით,  ''ან-26''-ი პლაია-ბარაკოას აეროდრომიდან აფრინდა. კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.