უწყვეტი პროტესტი ბათუმში

16 მარ 2025

პროტესტის 108 დღეს ბათუმში მარში მოეწყო. აქციის მონაწილეები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ და მსვლელობით გორგილაძის ქუჩის გავლით საკონსტიტუციო სასამართლოსკენ გაემართნენ. თავისუფლება პოლიტ პატიმრებს, სოლიდარობა სტუდენტებს და ერთად ევროპისთვის- სწორედ ამ მოწოდებებით გამოდიოდნენ პროტესტის მონაწილეები. მთავარი მოთხოვნა-ხელახალი არჩევნები კი კვლავ ძირითად მოთხოვნად გაისმოდა. საკონსტიტუციო სასამართლოსთან იყო სიტყვით გამოსვლებიც.