ტორნადო აშშ-ის სამხრეთ და ცენტრალურ შტატებში - არის მსხვერპლი

16 მარ 2025

სულ მცირე 32 ადამიანი ემსხვერპლა ტორნადოს აშშ-ის სამხრეთ და ცენტრალურ შტატებში. სტიქიამ დააზიანა მისურის, არკანზასის, ტეხასისა და ოკლაჰომის შტატები. მეტეოროლოგები ამინდის კიდევ უფრო გაუარესებას პროგნოზირებენ. ჯორჯიის შტატის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რადგან სახიფათო მეტეოროლოგიური პირობები ამ შტატამდეც მიაღწევს. მედიის ცნობით, მოსალოდნელია სეტყვა, ძლიერი ქარი და წყალდიდობა.