გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა

17 მარ 2025

ესპანეთის საკალათბურთო ლიგის 23-ე ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ სტუმრად „ბილბაოს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 75:65 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი სტუმართა შორის მოედანზე საუკეთესო იყო. შერმადინმა მწვრთნელისგან 25 წუთი მიიღო, რა დროშიც თავის გუნდს 21 ქულა და 9 მოხსნა შესძინა.