წყავროკის საჯარო სკოლას ჯემალ ნოღაიდელის წოდება აღუდგა

29 აპრ 2017

მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ჯემალ ნოღაიდელის სახელი სოფელ წყავროკის საჯარო სკოლას მიენიჭა. ინიციატივა მასწავლებლებსა და დირექტორს ეკუთვნით.

ჯემალ ნოღაიდელი  აჭარული დიალექტის, ზეპირსიტყვიერებისა და მუსიკალური ფოლკლორის, ეთნოგრაფიის ერთ-ერთი პირველი მკვლევარი იყო.  საზოგადო მოღვაწის სახელობის აბრა საზეიმოდ გაიხსნა.