ცნობილმა უკრაინელმა ძიუდოისტმა კიმონო საფეხბურთო ფორმაზე გაცვალა

18 მარ 2025

ცნობილი უკრაინელი ძიუდოისტი დარია ბილოდიდი საფეხბურთო კარიერას იწყებს. მან კონტრაქტი „მეტალისტი 1925“-თან გააფორმა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. ბილოდიდი აქამდე კლუბის ელჩი იყო, ახლა კი, მათი ურთიერთობა ახალ საფეხურს აღწევს - ის გუნდში 77-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

კლუბის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ბილოდიდის ტრანსფერით უკრაინული ქალთა ფეხბურთის პოპულარობა გაიზრდება.

24 წლის დარია ბილოდიდი მსოფლიოს ორგზის და ევროპის სამგზის ჩემპიონია, ხოლო ერთხელ ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.