გიორგი მიქაუტაძე ლიგა 1-ის ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს 

18 მარ 2025

„ლიონის“ ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის 26-ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და ტურის სიმბოლურ თერთმეტეულში შეიყვანეს.

„ლიონის“ 24 წლის ქართველი თავდამსხმელი „ლე ავრთან“ შეხვედრაში მოედანზე მხოლოდ 77-ე წუთზე შევიდა, როდესაც მისი გუნდი 1:2-ს აგებდა. თუმცა დარჩენილ დროში თამაში შემოატრიალა, მისმა გუნდმა კი 3:2 მოიგო. გიორგი მიქაუტაძემ ამ მცირე დროში აქტივში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

შესვლიდან ორ წუთში მალიკ ფოფანას გაატანინა, 6 წუთში თავად გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი მისი გადაცემით ტიაგო ალმადამ დააფიქსირა და „ლიონს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.