საჭადრაკო კლუბ „ნონას“ ახალი პროექტი

18 მარ 2025

ბათუმის საჭადრაკო კლუბმა „ნონამ“ ახალი პროექტი დაიწყო, რომელიც საწვრთნელ მატჩებსა და შეკრებებს ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა პირველი ტურნირი, რომელშიც ხუთი ქვეყნის 60-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა, თუმცა მას წინ უძღოდა სარეიტინგო შეჯიბრება, რომლის გამარჯვებულები და პრიზიორები ახალ პროექტში ჩაერთნენ.

მონაწილეები ორ - A და B კატეგორიებად იყვნენ დაყოფილები.

A კატეგორიაში ასაკი შეუზღუდავი იყო და რეიტინგიან მოთამაშეებთან ერთად, აჭარის ჩემპიონები მონაწილეობდნენ, რაც შეეხება B კატეგორიას, ასპარეზობა წინა ტურნირზე საპრიზო ადგილებზე გასულ 12 წლამდე მოჭადრაკეთა შორის გაიმართა.

აქვე გეტყვით, რომ 5-14 მაისს ბათუმი ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს.