საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ხვალ სომხეთს დაუპირისპირდება

19 მარ 2025

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთთან ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადების თბილისური ეტაპი დაასრულა. შეკრების მეორე დღეს „ჯვაროსნებმა“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სრული შემადგენლობით ივარჯიშეს.

B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ ორმატჩიან პლეი ოფში საქართველოს ნაკრები სომხეთს, 20 მარტს ერევანში, ხოლო 23 მარტს თბილისში დაუპირისპირდება. წყვილში გამარჯვებული ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონში B ლიგაში ითამაშებს.

ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო სომხეთთან ერევანში გასამართ შეხვედრას საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია გამოტოვებენ.