ირაკლი კობახიძე - „ფონდების საქმიანობა იყო სრულიად გაუმჭვირვალე“

20 მარ 2025

იკვეთება თუ არა დანაშაულის ნიშნები დაყადაღებული    ფონდის საქმიანობაში ? ამას პროკურატურა დაადგენს.

უწყების მიერ დაწყებულ საგამოძიებო პროცესსა და ზოგადად ფონდების საქმიანობაზე  კი  პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ  სწორედ საგამოძიებო უწყებას შეუძლია, დაადგინოს სინამდვილეში რისთვის  იხარჯებოდა  თანხები, ასევე  ნახავს მიზნობრიობას. 

ირაკლი კობახიძეს მიაჩნია, რომ ფონდების საქმიანობა  იყო სრულიად გაუმჭვირვალე.