21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება

21 მარ 2025

21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება.

თარიღი საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1993 წელს დააწესეს.

ეს დღე პირველი ქართული გაზეთის დაარსებას უკავშირდება. "ქართული გაზეთი"-ს პირველი ნომერი 1819 წლის 8 მარტს, ახალი სტილით 21 მარტს გამოიცა.