დღეს ტყის საერთაშორისო დღეა

21 მარ 2025

დღეს ტყის საერთაშორისო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ეკოკლუბელებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

მოსწავლეებმა ტყის მნიშვნელობის, მისი მოვლა-აღდგენის შესახებ ინფორმაცია მიიღეს და გელათის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმბოლურად 21 ძირი წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის ნერგი დარგეს, რომელთა მოვლა-პატრონობაზეც თავად იზრუნებენ.

ტყის საერთაშორისო დღის აღნიშვნის მიზანი ტყის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.