სასწავლო სროლები მესაზღვრეებისთვის

21 მარ 2025

სწავლება მესაზღვრეებისთვის - მათ სასწავლო სროლები უტარდებათ. კურსი ამ დროისთვის 900-ზე მეტმა თანამშრომელმა გაიარა.

სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, სწავლების მიმდინარეობისას მესაზღვრეები ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, მოვლის, უსაფრთხო გამოყენების უნარ-ჩვევებს განიმტკიცებენ და საბრძოლო მომზადების დონეს აიმაღლებენ.