მხოლოდ მე შემიძლია პუტინის შეჩერება - ტრამპი

23 მარ 2025

რუსეთსა და უკრაინას შორის ომის შემდგომი ესკალაციის შეკავების მცდელობები „კონტროლს ექვემდებარება“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„შესანიშნავი იქნებოდა ამის შეჩერების შესაძლებლობა. ასე ვიტყვი, სხვა ვერავინ შეძლებდა ამას. ვერავინ“, – განაცხადა ტრამპმა.​​​​​​​​​

ტრამპის თქმით, „რაციონალური დისკუსიები“ და რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან, ასევე უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან კარგი ურთიერთობები არის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების გასაღები.

აშშ-ის პრეზიდენტის აცხადებს, რომ კონფლიქტის მოგვარებაში წინსვლა შესაძლებელია ყველა მხარესთან კონსტრუქციული დიალოგით.