საუდის არაბეთში რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა დაიწყო

24 მარ 2025

საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის შეხვედრა დაიწყო, - ინფორმაციას რუსული მედია Al Arabiya-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა დახურულ ფორმატში იმართება. საუდის არაბეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჟურნალისტებს სასტუმრო Ritz-Carlton-ის დატოვება სთხოვა.

რუსეთს მოლაპარაკებებზე წარმოადგენენ ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორის მრჩეველი, სერგეი ბესედა.