ერთა ლიგის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია 

24 მარ 2025

გაირკვა 2024-25 წლების ერთა ლიგის გათამაშების ნახევარფინალური წყვილები. პირველ ნახევარფინალში 4 ივნისს გერმანია და პორტუგალია შეხვდებიან ერთმანეთს. გერმანელებმა მეოთხედფინალში იტალიის ბარიერი გაიარეს, პორტუგალიამ კი დანია დაამარცხა. 5 ივნისს მეორე ნახევარფინალში ესპანეთი და საფრანგეთი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

მეოთხედფინალში ერთა ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა ესპანეთმა ნიდერლანდები პენალტების სერიაში დაამარცხა, საფრანგეთმა ასევე 11-მეტრიანებში აჯობა ხორვატიას.

ფინალი 8 ივნისს გერმანიის ქალაქ მიუნხენში გაიმართება.