დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი აშშ-დან 34 მედლით დაბრუნდა

24 მარ 2025

18 ოქროს, 11 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი აშშ-ში, ტეხასის შტატში გამართული საჰაერო ძალების და საზღვაო ქვეითთა თამაშებიდან გამარჯვებით დაბრუნდა. 

ქართველი სამხედრო პარასპორტსმენები სპორტის ინდივიდუალურ და გუნდურ ისეთ სახეობებში ასპარეზობდნენ, მათ შორის  იყო მშვილდოსნობა, ველორბოლა, ნიჩბოსნობა, მძლეოსნობა - ცურვა, სირბილი.