ირაკლი კობახიძე  საკონსტიტუციო  ცვლილებებზე

30 აპრ 2017

ირაკლი კობახიძემ დღეს გიორგი მარგველაშვილი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ისაუბრა საარჩევნო სისტემაზე, 5-პროცენტიან ბარიერსა და მთავრობის დანაწილების, ასევე პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხებზე.

პარალელურად, სამოქალაქო მოძრაობის “დაიცავი კონსტიტუციის” წევრები დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ კამპანიას აანონსებენ. პლებისციტის ჩატარების მოთხოვნით კი “ევროპული საქართველო” ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.