26 მარ 2025
რამდენად მნიშვნელოვანია წყლის რესურსის დაცვა და გაფრთხილება - ამ საკითხზე წყლის რესურსების დაცვის კვირეულის ფარგლებში, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა.
წყლის რესურსების მნიშვნელობაზე ახალგაზრდებთან ბათუმის წყლის გენერალურმა დირექტორმა ისაუბრა.
2025 წლის მსოფლიო წყლის დღის თემაა "მყინვარების დაცვა", სწორედ ამიტომ მოსწავლეებმა მყინვარების დაცვისა და წყლის რესურსების შენარჩუნების სხვადასხვა გზა განიხილეს და ბათუმის წყლის ლაბორატორიის თანამშრომლებთან ერთად წყლის ხარისხიც შეამოწმეს.