ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია

26 მარ 2025

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ივნისში ამხანაგურ მატჩს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი 5 ივნისს ფარერის კუნძულებს საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება - ინფორმაციას ფარერების ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი ავრცელებს.

"ჯვაროსნებმა" ივნისში 2 ამხანაგური მატჩი უნდა გამართონ, მეორე მეტოქის ვინაობა კი ამ დროისთვის უცნობია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ოთხგუნდიან ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები თურქეთი, ესპანეთი და ბულგარეთი იქნებიან.