ძლიერი საქართველოს განცხადება

26 მარ 2025

მამუკა ხაზარაძეც მზად არის, თუნდაც მურუსიძის სასამართლოში მაგისტრანტ მოსამართლის წინაშე მივიდეს და ნებისმიერ შეკითხვას გასცეს პასუხი, რადგან სიმართლე არის „კოალიცია ძლიერ საქართველოს“ და მისი ლიდერების მხარეს , - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც კუპრაძემ აღნიშნა, პარტია გააგრძელებს ბრძოლას და წინააღმდეგობის გაწევას.