თორნიკე შენგელიას „ვირტუსის“ მორიგი მარცხი ევროლიგაზე

27 მარ 2025

თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ ევროლიგაზე მორიგი მატჩი ჩაატარა და ისევ წააგო. გუნდი ამჯერად სერბეთს ესტუმრა და „ცრვენა ზვეზდასთან“ 52:88 დამარცხდა.

თორნიკემ 25 წუთი ითამაშა, რა დროშიც 13 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა, რითიც „ვირტუსის“ რიგებში ბომბარდირი გახდა.

ბოლონიელებს 31-დან 7  მატჩი აქვთ მოგებული და ევროლიგაზე მე-17 ადგილზე არიან.