მზია ამაღლობელის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებების ნაწილი დასაშვებად სცნო

28 მარ 2025

მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დასაშვებად ცნო იმ მტკიცებულებების ნაწილი, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამორიცხა. საქმე ეხება სხვადასხვა სახის მტკიცებულებას: ვიდეოჩანაწერებს, რამდენიმე წერილობით დოკუმენტს, ერთი მოწმის გამოკითხვის ოქმს. 

სააპელაციო სასამართლომ დასაშვებ მტკიცებულებად ცნო საჯაროდ ინტერნეტში ხელმისაწვდომი ვიდეოები, რომლებიც დეტალურად ასახავს მზია ამაღლობელის დაკავებამდე, დაკავების პროცესს და შემდგომ მოვლენებს.

4 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე პროკურატურამ ამ და სხვა მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა მოითხოვა, რაც მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა დააკმაყოფილა.