პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ელენე ხოშტარია დააკავეს

28 მარ 2025

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, რამდენიმე პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არის „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა პოლიტიკოსი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. 

საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის მონაწილეები, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის გასაპროტესტებელად შეკრიბნენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.