ქუთაისში “გვირილობას” ზეიმობენ

01 მაი 2017

ქუთაისში „გვირილობის“ დღესასწაულს აღნიშნავენ. ტრადიციულ დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქში 50-მდე ღონისძიება იმართება. ზეიმი ბაგრატის ტაძარში ზარების რეკვითა და ჩოხოსნების კურთხევით დაიწყო. ქალაქის ცენტრალურ ნაწილსა და პარკში კი სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები იმართება. თეონა ხარაბაძე ისაუბრებს დეტალებით ქუთაისიდან.