30 მარ 2025
მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1600-ს აჭარბებს. პარალელურად ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ბოლო ინფორმაციით, ცათამბჯენის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა 17 და დაკარგულად ითვლება 83 ადამიანი. სამაშველო სამუშაოები მაძებარი ძაღლებისა და რობოტების დახმარებითაც მიმდინარეობს. ცნობისთვის, დამანგრეველი მიწისძვრა მიანმარში პარასკევს მოხდა, ხოლო ბიძგებმა ტაილანდამდე მიაღწია.