მიანმარში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

30 მარ 2025

მიანმარში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5.1 მაგნიტუდა შეადგინა. 

მიანმარის სამხედრო ხელმძღვანელობის ინფორმაციით, საერთო ჯამში, სტიქიას 1 700-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 3 400-მდე დაშავდა, 300-მდე ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

ქალაქ მანდალაიში მრავალსართულიან შენობაში 29 ადამიანი გადაარჩინეს. მაშველები პროცესი დანგრეული სასტუმროების, სკოლების, მეჩეთების, მონასტრებისა და სახლების ტერიტორიაზე, კვლავ, გრძელდება.