დღეს თბილისში საპროტესტო აქციაა დაგეგმილი

31 მარ 2025

საქართველოს დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმის დღეს სიმბოლურად საპროტესტო  აქცია დაგეგმა ოპოზიციამ.      

მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე 20:00 საათზე შეიკრიბებიან. 21:00 საათზე კი საზოგადოებას სიტყვით მიმართავს  სალომე ზურაბიშვილი.

ცნობილია, რომ  ექსპრეზიდენტი დღევანდელ აქციაზე ოპოზიციასთან ერთად სამოქმედო გეგმის შეთანხმებულ ვარიანტს გააჟღერებს.  თბილისში  დღესვე დაგეგმილია რამდენიმე  საპროტესტო მარში.