პრეზიდენტის პრესსამსახური დეზინფორმაციას უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მიხეილ ყაველაშვილი 9 მაისს მოსკოვში ჩასვლას გეგმავს

31 მარ 2025

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური დეზინფორმაციას უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 9 მაისს მოსკოვში ჩასვლას გეგმავს.

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ დღეს განაცხადეს, რომ მიხეილ ყაველაშვილი 9 მაისს მოსკოვში ჩასვლას და სამხედრო აღლუმზე დასწრებას აპირებს.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.