არალეგალური სასაკლაო

01 აპრ 2025

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა. კუსტარულად მოწყობილ ობიექტზე,  ნორმების  დარღვევით ხორციელდებოდა ცხოველების დაკვლა რეალიზაციის მიზნით.

შემოწმების პროცესში გამოვლინდა 600 კგ-მდე საქონლისა და 200 კგ-მდე ცხვრის ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული, გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი.

ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო დალუქული ხორცი განადგურდება.