საქართველოს საზღვართან 4,3 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა

01 აპრ 2025

საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან 4.3 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.ამის შესახებ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ მიწისძრვა თბილისის დროით 13:56 საათზე, საქართველოს საზღვრიდან 2 კილომეტრში, 16 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.