ნასამართლობის შესახებ ცნობას იუსტიციის სახლებიც გასცემენ

01 მაი 2017

ხვალიდან მოქალაქეებს ნასამართლობის შესახებ ცნობის აღება, შსს-ს მომსახურების სააგენტოს გარდა, იუსტიციის სახლებშიც შეეძლებათ. ურთიერთთანამშრომლობის შესაბამისი ხელშეკრულება მომსახურების სააგენტომ და იუსტიციის სახლმა გააფორმეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  მემორანდუმის ფარგლებში, 2017 წლის განმავლობაში, იუსტიციის სახლის ფილიალებში შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისები ეტაპობრივად დაინერგება.