შსს-ს აკადემიის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

02 აპრ 2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში პოლიციელთა საბაზისო მომზადების კურსდამთავრებულთა სერტიფიკატებით დაჯილდოების  ცერემონია გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, კურსდამთავრებულებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ პოლიციელთა ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

უწყების ინფორმაციით, პოლიციელთა მომზადების სასწავლო პროგრამა თეორიული ცოდნის პრაქტიკული უნარების გაღრმავებაზეა ორიენტირებული.