ქართული დაპირისპირება NBA-ში

02 აპრ 2025

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ერთმანეთს სანდრო მამუკელაშვილისა და გოგა ბითაძის გუნდები დაუპირისპირდნენ. მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ გოგას „ორლანდო მეჯიქს“ უმასპინძლა და 105:116 დამარცხდა.

გოგა ბითაძემ პარკეტზე 12 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. სანდრო მამუკელაშვილის სტატისტიკა კი ასეთი იყო: 19 წუთი, 3 ქულა. „მეჯიქს“ 37 მოგება, 40 წაგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მე-7 ადგილზეა.

„სან ანტონიო“ 31 მოგებით და 44 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეცამეტეა.