არასამთავრობო ორგანიზაციები საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართული აღარ იქნებიან

02 აპრ 2025

81 ხმით და მესამე მოსმენით დამტკიცებულია  საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის ამოქმედების შედეგად, არასამთავრობო ორგანიზაციები საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართული აღარ იქნებიან.  ცვლილება 14  სხვადასხვა კანონში განხორციელდა. 

პარლამენტის რეგლამენტი და მთელი რიგი სხვა კანონები საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობას ითვალისწინებდა.