მერაბ დვალიშვილი ტიტულს შონ ომალისთან ბრძოლაში დაიცავს

03 აპრ 2025

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამრის შესანარჩუნებლად შონ ო’მალის შეხვდება, – ინფორმაცია ორგანიზაციის პრეზიდენტმა, დანა უაითმა დაადასტურა. უაითის თქმით, ამერიკელისა და ქართველის ბრძოლა 7 ივნისს, საქართველოს დროით 8 ივნისს, ნიუ ჯერსიში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 34 წლის მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი გასული წლის სექტემბერში სწორედ შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მიიღო, ხოლო იანვარში ტიტული უმარ ნურმაგომედოვთან დაპირისპირებაში დაიცვა.