საინფორმაციო შეხვედრა კადეტთა სამხედრო ლიცეუმში

03 აპრ 2025

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. კადეტებმა მოსწავლეებს სამხედრო ლიცეუმში სწავლისა და ცხოვრების პირობები გააცნეს, ასევე სამხედრო სასწავლებლის შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს.

თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები 5 ივნისს, ქუთაისში, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღით დასრულდება.