ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი ბერაია დაინიშნა

03 აპრ 2025

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს დღეიდან   ირაკლი ბერაია უხელმძღვანელებს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა საგამოძიებო სამსახურის როლზე, საფინანსო - ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის  მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის, კორუფციული გარიგეგების წინააღმდეგ ბრძოლა და ფისკალური დისციპლინის შენარჩუნება - ეს იქნება ის ძირითადი მიმართულებები, რაც ირაკლი ბერაიას განცხადებით სამსახურისთვის პრიორიტეტული იქნება.