ერგნეთში ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა მიმდინარეობს

03 აპრ 2025

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 142-ე შეხვედრა იმართება. 

განიხილავენ გამყოფ ხაზთან მომხდარ ინციდენტებს, მათ შორის უკანონო ბორდერიზაციისა და მოქალაქეთა დაკავების ფაქტებს.

წინა შეხვედრიდან დღემდე უკანონო დაკავების ოთხი ფაქტი დაფიქსირდა, საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს და სამი უკვე გათავისუფლებულია.