ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად ლაშა ტალახაძე აირჩიეს

03 აპრ 2025

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციაში გაიმართა საარჩევნო ყრილობა, რომელზეც პრეზიდენტად სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე აირჩიეს. იგი ეროვნულ ფედერაციას მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

გენერალური მდივნის პოსტს კვლავ რუსუდან მურადაშვილი დაიკავებს.

ახალმა პრეზიდენტმა დელეგატებს სამი ვიცე-პრეზიდენტი კახი კახიაშვილი, ირაკლი თურმანიძე და ნოდარ სირბილაშვილი წარუდგინა.