უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეები და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირები პირველ ივლისამდე ოჯახზე – 300 ლარის პირზე კი 45 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ

03 აპრ 2025

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეები და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირები 2025 წლის პირველ ივლისამდე ოჯახზე – 300 ლარის, პირზე კი 45 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ.

შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ გამოსცა. განკარგულებას ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

დაფინანსების გაცემას უზრუნველყოფს სოციალური მომსახურების სააგენტო.