საქართველოს ჩემპიონატი „ქაუნთერ-სტრაიკში“

04 აპრ 2025

ხვალიდან 14 აპრილის ჩათვლით თბილისში გაიმართება საქართველოს ჩემპიონატი კიბერ-სპორტში, კონკრეტულად ქაუნთერ-სტრაიკში, რომელიც ერთგვარი სამხედრო თამაშის ხასიათისაა.

ტურნირში საქართველოს ყველა რეგიონის ასზე მეტი გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის რვა გუნდი აჭარიდან იქნება. საქართველოს ჩემპიონატზე აჭარის ჩემპიონის სტატუსით „კლუბი“ „ვენი-ვიდი-ვიცი“ გაემგზავრება.

ეროვნული პირველობა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ქვეყნის ჩემპიონი საქართველოს უკვე მსოფლიო ჩემპიონატზე წარადგენს, რომელიც  წელს გაიმართება.

მსოფლიო ჩემპიონატის თარიღს და დროს ტურნირის ორგანიზატორები მოგვიანებით დააზუსტებენ.